ტრენინგის მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს.
ტრენერმა, ქალბ. ქეთევან ცერაძემ, გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსი, რომელიც ითვალისწინებს პროექტებით სწავლებას. აღნიშნული ტრენინგი გამომადგება სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითარო 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდო სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა.
გავეცანი როგორ ვიხელმძღვანელო ინტელის სასწავლო კურსის გზამკვლევით, რომელსაც სახლში უფრო სოღრმისეულად გაცეცნობი.
გავეცანი როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, რათა სწავლება მოსწავლეებისათვის სახალისო და საინტერესო გახდეს.
შევქმენი საქაღალდეები და შევინახე ჩემთვის საჭირო სასწავლო რესურსები, რომლებიც შემდგომ სასწავლო პროცესში მუშაობის დროს გამომადგება.
დავათვალიერე და გავეცანი ჩემო კოლეგების შექმნილ პროექტებს, რომელიც დამეხმარება თავად შევქმნა საინტერესო პროექტი.
შევქმენი ბლოგი და შემდგომ ტრენინგის დღეებში ვიმუშავებ მის დახვეწა-სრულყოფაზე გავამდიდრებ შექმნილი რესურსებით.
No comments:
Post a Comment