Sunday 1 November 2015

რეფლექსია

ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგები ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია იმ ტრენინგებს შორის რაც გამივლია აქამდე. ამ ტრენინგმა შეცვალა ჩემი ხედვა ზოგიერთი საკითხთან მიმართებაში.ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ გადავდგი ჩემს პროფესიულ განვითარებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლე თუ როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში პროექტით სწავლება,რაც ძალიან გამომადგება მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად,  ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად და 21-ე საუკუნის უნარების გასავითარებლად.
ის ტექნოლოგიები, რაც ამ ტრენინგზე შევისწავლე ჩემთვის ძალიან სასარგებლო და აქტუალურია.
გავხდი უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული ჩემს შესაძლებლობებში ტექნოლოგიებთან მიმართებაში,  რაშიც ძალიან დამეხმარა ჩვენი ტრენერი ქალბატონი ქეთი ცერაძე. 
    

ტრენინგის მე-9 დღე

დღეს პროექტის ბოლო დღეა,    გავიმეორეთ წინა განვლილი მასალა  და გადავედით ახალ მასალის შესწავლაზე. პირველ რიგში ვიმუშავეთ  ბლოგში და გავაკეთეთ გამოკითხვის გაჯეტი, რომელსაც გამოვიყენებ  კვლევის ჩატარებისას. ავტვირთეთ პროექტის პორთველიო ბლოგზე და გავეცანით სიის გაჯეტს.
ბოლოს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოადგინეს  პროექტის პრეზენტაცია. ძალიან საინტერესი და აქტუალური იყო წარმოდგენილი პრეზენტაციები.

მადლობა ქალბატონ ქეთის, რომ ასეთი საინტერესო და საჭირო ტერნინგის მონაწილე გავხდი.

Saturday 31 October 2015

ტრენინგის მე-8 დღე

 დღეს შევისწავლე ფასილიტაციის ნიმუში, რომელიც დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს  ინსტრუქცია მივცე მოსწავლეებს,  შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში მოსწავლეებისათვის, სადაც დეტალურად გავწერე ის ნაბიჯები, რაც მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ. 

გადავხედეთ ჩვენს შექმნილ პორთველიოს  და  მოვაწესრიგეთ.

ტრენერმა გვასწავლა ბლოგზე როგორ დავამატოთ გაჯეტი და მისი რედაქტირების ინსტრუმენტები. 
საინტერესო და ახალი ინფორმაციით დატვირთული იყო დღევანდელი დღე!!!

Wednesday 28 October 2015

ტრენინგის მე-7 დღე


გავიხსენეთ შესწავლილი მასალა, შემდეგ ტრენერმა  გაგვაცნო პრეზენტაცია მოსწავლის მრავალმხრივი ინტელექტის განვითარების შესახებ, რომელსაც გამოვიყენებ როგორ ჩავრთო ყველა მოსწავლე შესაძლებლობის გათვალისწინებით პროექტზე მუშაობაში.

პროექტის გეგმაში მოვნიშნეთ დავალებები სსსმ მოსწავლისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისათვის.

პროექტის გეგმის შაბლონში გავწერე პროექტის პროსეცი დეტალურად.

Sunday 18 October 2015

ტრენინგის მე-4 დღე

დღევანდელი დღე  ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.  რადგან დღეს გავეცანი მიმართულების საკვანძო კითხვარს სახელმძღვანელოში და შემდეგ მე შევადგინე ჩემი პროექტისთვის შესაბამისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,  რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, პროგრესის მონიტორინგისა და ნასწავლის გააზრების შესაფასებლად.  ამის მიხედვით ვიმუშავე ჩემს პროექტის გეგმაში შეფასების დროის ჩარჩოში და შევავსე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.

Saturday 17 October 2015

ტრენინგის მესამე დღე

 საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი  დღე.
პირველ რიგში გავიმეორეთ წინა დღეების შესწავლილი მასალა. შემდეგ კურსის გზა-მკვლევში გავეცანით  როგორ ხდება სასწავლო პროექტის დაგეგმვა. გადავხედეთ უკვე შექმნილ პროქტის გეგმებს და პროექტის გეგმის შაბლონში დავიწყეთ მუშაობა, პარალელურ რეჟიმში ტრენერი გვაცნობდა ესგ-დან როგორ დავადგინოთ შესაბამისი  სტანდარტი. ვისწავლე როგორ დავწერო კარგი მიზანი სტანდარტიდან და 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, რომელიც შემდეგ პროექტის შეფასების გაკეთებაშიც დამეხმარება. 

Sunday 4 October 2015

ტრენინგის მე-2 დღე


დღეს  მიმოვიხილეთ  ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთის პროექტები.
გავიხსენეთ  კიდევ ერთხელ ინტელის გზამკვლევი.
 გავეცანით პუბლიკაციის   მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე.
გავიხსენე  ვირდის ფაილის  ინსტრუმენტები, რამდენიმე ახალიც ვისწავლე, რომელიც დამეხმარება ბუკლების დამზადებაში.
ვისწავლე და ვორდში დავამზადე პროექტის რეკლამისათვის ბუკლეტი.
შევინახე ჩემს საქაღალდეში და გადავაგზავნე ჩემს ელ-ფოსტაზე.
ვისწავლე როგორ გავაკეთო რედაქტირება ბლოგის წინა დღის ჩანაწერში და როგორ დავამატო ახალი ჩანაწერი.